დაპირისპირება მოხდა ქუთაისის საკრებულოს სხდომაზე.
უთანხმოება “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატს გიგა შუშანიასა და დავით ოქიტაშვილს შორის დაიწყო. გიგა შუშანიამ განაცხადა, რომ “საქართველოს კულტურის პალატისა” და ოქიტაშვილისათვის ყოფილი ქარხნის შენობის სარგებლობაში გადაცემა მისი ბიძინა ივანიშვილთან ახლობლობის გამო მოხდა, რასაც მათი საერთო ფოტოებიც მოწმობს.
“ქართული ოცნების” ზონდერი ფალიაშვილის ქალაქში კულტურის სახე გახდა. ეს არის სირცხვილი,”-განაცხადა გიგა შუშანიამ.
განცხადებას ოქიტაშვილის გაღიზიანება და სიტყვიერი შეურაცხყოფა მოჰყვა.
“ევროპული საქართველოს” დეპუტატმა მერაბ მეშველიანმა ოქიტაშვილის საკრებულოსადმი პატივისცემის გამოხატვისაკენ და ოპოზიციასთან საუბრისას ტონის შეცვლისაკენ მოუწოდა.