აღმაშენებლის გამზირზე გოგი წულაიამ მორიგი პერფორმანსი
მოაწყო და ორმოული ამოავსო. “თავისუფალი საქართველოს” წევრმა ადგილზე სილა და ცემენტი მიიტანა და როგორც განაცხადა, მერიის გასაკეთებელი საქმე თავად გააკეთა.
“ქუთაისი 43 წლის დაბომბილ სტალინგრადს დაამსგავსეს. მინდა ხალხს ვუთხრა, აიძულონ ხელისუფლება გააკეთოს საქმე ან ხალხმა თავად უნდა მოაგვაროს პრობლემა. არჩევანი თქვენი გასაკეთებელია,”-განაცადა გოგი წულაიამ.
როგორც “თავისუფალი საქართველოს” წევრი ამბობს, მოუწესრიგებელი საგზაო ინფრასტრუქტურა არა მხოლოდ აღნიშნული მონაკვეთის, არამედ მთელი ქუთაისის პრობლემაა.
ფოტო-ვიდეო: რადიო “ძველი ქალაქი”