ქუთაისის გენდერული თანასწორობის საბჭომ აღმასრულებელ
ხელისუფლებას რეკომენდაციები გადაუგზავნა. ინფორმაციას ამის შესახებ ქუთაისის საკრებლოსთან არსებული გედერული საკონსულტაციო საბჭოს თავმჯდომარე ირაკლი შენეგლია ავრცელებს. მისივე ინფორმაციით, ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია რეკომენდაციებში შესულ საკითხებს კონკრეტულ სამსახურებთან ერთად შეისწავლის. ანალიზის შემდეგ კი აღმასრულებელის მიერ შემდგომი ნაბიჯების გეგმა შემუშავდება.
რეკომენდაციები კი შემდეგია:
1. ააიპ “მადლიერების სახლის” ბაზაზე და ბენეფიციარებისათვის საშრობის ფუნქციის მქონე
სარეცხი მანქანის განთავსება
2. ვასილ კიკვიძის ძეგლის დემონტაჟი
3. მორიგე ბაგა-ბაღის დამატება / ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება
გენდერული თანასწორობის საბჭოს რეკომენდაციებს მხარი კულტურის, განათლების, ახალგაზრდობის საქმეთა და სპორტის კომისიამ და ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიამ დაუჭირა.