“პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერებით მანიპულირება
ადამიანის წინააღმდეგ ბრძოლის ყველაზე ამორალური ფორმაა.”- ასე გამოეხმაურა ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე და გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარე ირაკლი შენგელია პარლამენტისს დეპუტატის, ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერების გავრცელებას.
“პირადი ცხოვრება ხელშეუხებელია. ქმედებას, რომელიც ადამიანის ფუნდამეტურ უფლებებს არღვევს ჩვენი ხელისუფლების მხრიდან ყოველთვის პრინციპული და მკაცრი რეაგირება მოჰყვება. ვთანხმდებით, რომ პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერებით მანიპულირება ადამიანის წინააღმდეგ ბრძოლის ყველაზე ამორალური ფორმაა. ეს არა მხოლოდ ადამიანს ვნებს, არამედ ქვეყნის განვითარებაზე უარყოფით გავლენას ახდენს. მსგავსი ფაქტების მიმართ საზოგადოება შეურიგებელი უნდა იყოს.” – ირაკლი შენგელია
შეგახსენებთ, შსს-მ პირადი ცხოვრების ვიდეოჩანაწერის შენახვისა და გავრცელების ფაქტზე 16 პირი დააკავა.