გაერთიანებული ოპოზიციის “ძალა ერთობაშია”-ს პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი
გრიგოლ ვაშაძე ბათუმში მხარდამჭერების დაკავების ფაქტს გამოეხმაურა.
“საქართველოში დღეს თავისუფლად ცხოვრება კი არა სუნთქვაც შეუძლებელია. მაშინ, როდესაც სახელმწიფოში პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური კრიზისია, ხელისუფლება იმით არის დაკავებული, რომ თავისივე გუნდის წევრს ებრძვის პირადი ცხოვრების ამსახველი უკანონოდ მოპოვებული ვიდეო ჩანაწერით. შემდეგ ამ ვიდეოჩანაწერს ვირუსულად უგზავნის უამრავ ადამიანს სუსის მეშვეობით. შემდეგ კი აკავებს “ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერებსა და წევრებს. სრულიად უდანაშაულო ადამიანებს უნდათ დანაშაული გადააბრალონ,”-განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ ქუთაისში გამართულ ბრიფინგზე.
შეგახსენებთ, რომ შსს-მ პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეო ჩანაწერების შენახვისა და გავრცელების ბრალდებით 16 პირი დააკავა.