ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ კოხნარის მკვიდრი ბენო თოდუა გარემოზე ჰესების მავნე ზემოქმედებას აპროტესტებს.
როგორც ადგილობრივი ამბობს, აჭარაში არსებულმა ჰესებმა გარემო უვარგისი გახადა. მისივე განმარტებით, სამი წელია, რაც მის სოფელში მოსახლეობას ნორმალური მოსავალი არ აუღია.
“გიგანტი ჰესები ტენიანობის მომატებას იწვევს. ეს არის უხილავი იარაღი, რომლითაც სოფლის მეურნეობა ნადგურდება. ვერანაირ მოსავალს ვერ ვიღებ, გამინადგურდა თხილი, ვაშლი, მსხალი,”-აცხადებს ბენო თოდუა.
როგორც თოდუა ამბობს, მან ადგილობრივ ხელისუფლებას, მხარის გუბერნატორს, პარლამენტის წევრებს არაერთხელ მიმართა, თუმცა უშედეგოდ. ადგილობრივი პროკურატურას მიმართავს და საქმით დაინტერესებისაკენ მოუწოდებს. როგორც თოდუა ამბობს, საქმეში გარემოს დაცვის სამინისტროს მაღალი თანამდებობის პირების დანაშაული იკვეთება.