“ოპოზიციის წევრებს, ჩემს კოლეგებს მინდა შევახსენო,
რომ მერის უფლებამოსილებას, მათ შორის საქმიანობის შეჩერება, რეგულირდება თვითმმართველობის კოდექსით.” – ასე ეხმაურება ოპოზიციის მოთხოვნას ქუთაისის მერის გადადგომის შესახებ, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი შენგელია.მისი თქმით, მათ მოსახლეობა შეცდომაში შეჰყავთ და მერის მიზანმიმართულ დისკრედიტაციას ახდენენ.
” იმპიჩმენტის გამოცხადება ბრიფინგით, ყოველგვარი არგუმენტის გარეშე, არ ხდება. ერთია აკრიტიკებდე განხორციელებულ საქმიანობას, პროექტებს და მეორე აკეთებდე ხმაურიან განცხადებებს, რომელსაც მოსახლეობის შეცდომაში შეყვანა შეუძლია. ამ ყველაფერს აქვს ერთადერთი მიზანი – გიორგი ჭიღვარიას მიზანმიმართული დისკრედიტაცია. ცუდია, ვერ ვხვდებით, მერის ამგვარი შეურაცხყოფით ღირსებას ვულახავთ ჩვენს ქალაქს. ქუთაისის წინაშე მდგომ გამოწვევებს სჭირდება პოზიცია – ოპოზიციის ერთობლივი მუშაობა. ოპოზიციის პასუხისმგებლობაც არის ის პროექტები, რომელთან დაკაშირებითაც ბრიფინგებს მართავენ. ჩვენი ქალაქის მერს ვუსურვებ ნაყოფიერ წლებს, მის მიერ საკრებულოსა და მოსახლეობის წინაშე აღებული ანგარიშვალდებულების ვადების ფანრგელბში შესრულებას.”- განაცხადა ირაკლი შენგელიამ.