ქუთაისის მერიაში რეორგანიზაციის პროცესის დასრულება თებერვლის ბოლოს იგეგმება.
აღნიშნულის შესახებ მერიის იურიდიული განყოფილების უფროსმა ირაკლი გიორგაძემ განაცხადა. მისივე განმარტებით, 20 დეკემბრამდე მერიის სტრუქტურული ერთეულების სამსახურების უფროსებმა თანამშრომელთა შეფასებები ადამიანური რესურსების მართვის განყოფილებაში წარადგინეს.
“15 იანვრამდე არის სამსახურის დებულებებისა და საშტატო ნუსხის დადგენილებების პროექტების მომზადების ვადა. თუ ვინმეს გათავისუფლება ჩაითვლება საჭიროდ, ამის შემდეგ შედგება გასათავისუფლებელ პირთა სია. იანვრის ბოლომდე ეს სია გადაეგზავნება საჯარო სამსახურის ეროვნულ ბიუროს. თებერვლის ბოლოსთვის დასრულდება რეორგანიზაცია,”-განაცხადა ირაკლი გიორგაძემ.
თანამშრომლების გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილებას ქალაქის მერი სამსახურის უფროსებთან კონსულტაციის შემდეგ მიიღებს.