გავრცელებულ ინფორმაციას, რომ თითქოს მან გარდაცვლილი საოპერო მომღერალი შეხვედრაზე დაიბარა,

ქუთაისის მერი უარყოფს. გიორგი ჭიღვარია სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს:

“ზურაბ ანჯაფარიძის მეუღლეს ერთი წლის წინ შევხვდი. ქალბატონი მარინა მაჭავარიანი დაინტერესებულია, რომ ქუთაისში ანჯაფარიძის სახელობის მუზეუმი არსებობდეს. შესაბამისად, მან გვთხოვა, გამოგვესყიდა ის სახლი, რომელიც ადრე ანჯაფარიძეების ოჯახის საკუთრებას წარმოადგენდა.იმის გამო, რომ ქალაქის ბიუჯეტს დღესდღეობით სოციალური და ინფრასტრუქტურული კუთხით მრავალი გამოწვევა აქვს, შესაბამისად, ამ ეტაპზე მყისიერად ვერ მოხდება ყველა სასიკეთო სურვილის განხორციელება. რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას, რომელიც აბსოლუტური სიცრუეა, მხოლოდ ერთ მიზანს ემსახურება – გარკვეული წრეები მიზანმიმართულად ცდილობენ ჩემი, როგორც ქალაქის მერის, ავტორიტეტის შელახვას,”-განაცხადა გიორგი ჭიღვარიამ.

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *