“რა გააკეთეთ, რომ პარლამენტი ქუთაისში დარჩენილიყო?”- ამ შეკითხვით
ქუთაისის მერს საკრებულოს სხდომაზე ოპოზიციონერმა დეპუტატმა, მერაბ მეშველიანმა მიმართა.
ქუთაისის მერმა მერაბ მეშველიანს სხდომაზე დღის წესრიგის მიხედვით აქტიურობისაკენ მოუწოდა და განაცხადა, რომ მასთან პარლამენტის დატოვების საკითხზე საუბარს არ აპირებდა.
“დარწმუნებული ვარ იცით, რომ ეს არ არის თვითმმართველობის პრეროგატივა. არ ვთვლი თავს ვალდებულად, რომ თქვენ მიმართ ანგარიში გავაკეთო. რეიტინგს ვერ აგიწევთ. საზოგადოებამ იცის რა გავაკეთე. მივხედოთ საქმეს,”-განაცხადა გიორგი ჭიღვარიამ.
შეგახსენებთ, პარლამენტი ქუთაისიდან თბილისში გადადის. არსებულ შენობაში კი შსს-ს საპოლიციო ჰაბის განთავსება იგეგმება.