“საქართველოს ჰყავს არჩეული პრეზიდენტი და

 

აქვს ახალი კონსტიტუცია! კონსტიტუცია, რომელიც არის ეროვნულ ინტერესებზე დაფუძნებული დოკუმენტი და ქვეყნის ხვალინდელი უკეთესი დღის გარანტი.”- ამის შესახებ ქუთაისის საკრებულოს დეპუტატმა და გამარჯვების ოლქის მაჟორიტარმა ირაკლი შენგელიამ განაცხადა. და სალომე ზურაბიშვილის პრეიდენტობა მიულოცა.  ირაკლი შეგნელია აცხადებს, რომ ისტორიული პროცესი დაიწყო.

“ქალბატონო პრეზიდენტო, თანამოქალაქეებო გილოცავთ! საქართველო ყოველდღე დგამს ნაბიჯს იყოს თანაბრად შესაძლებლობების მიმცემი მოქალაქეებისთვის. საქართველოს პრინციპული არჩევანი დემოკრატიის ხარისხსა და ინსტიტუციების სტაბილურ განვითარებაზე გადის. საქართველო პროგრესზე ორიენტირების საშუალებას იძლევა. ჩვენი ქვეყანა მის მოქალაქეებს ყოველდღიურად უუმჯობესებს გარემოს. ჩვენი სახელმწიფო მის მცხოვრებლებზე მუდმივად ზრუნავს.
ვინც ამ ყველაფერს პესიმისტურად უყურებდა მათ საყურადღებოდ – მეგობრებო, ეს პროცესი წლების წინ დაიწყო და დიდი ხანია გრძელდება საქართველოში. საპრეზიდენტო არჩევნებით ხაზგასმით გამოჩნდა ჩვენი ქვეყნის წინსვლა და მოქალაქეების პროგრესისკენ ლტოლოვა.ცვლილებების დრო დადგა.  ისტორიის ახალი გვერდის დაწერა დაიწყო.  საქართველოს ჰყავს არჩეული პრეზიდენტი და აქვს ახალი კონსტიტუცია! კონსტიტუცია, რომელიც არის ეროვნულ ინტერესებზე დაფუძნებული დოკუმენტი და ქვეყნის ხვალინდელი უკეთესი დღის გარანტი.”,- განაცხადა ირაკლი შენგელიამ.

სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაცია დღეს  თელავში გაიმართა. პარალალურად ოპოზიცია აქციას მართავდა. სალომე ზურაბიშვილი ბოლო პრეზიდნეტია, რომელიც 6 წლის ვადითაა არჩეული და ამასთანავე ამოქმედდა ახალი კონსტიტუცია.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *