ქუთაისის 2018 წლის ბიუჯეტი 173 600 ლარით გაიზარდა.
ბიუჯეტმა მთლიანობაში 66 517 200 ლარი შეადგინა. 78 000 ლარი ბიუჯეტს დაუსრულებელი პროექტების თანხიდან, ხოლო 20 000 ლარი ნარჩენების მართვის პროექტისათვის დაემატა. ასევე, კულტურის, განათლებისა და სპორტის მიმართულებით თანხები შემცირდა, რაც მერიის ა(ა)იპებზე გადანაწილდა. თანხები დაემატა “სპეციალურ სერვისებს” 15 000, კულტურის ა(ა)იპს 135 000, საკალათბურთო კლუბს 150 000, ხოლო ხელბურთის გუნდს 25 000 ლარის ოდენობით.
“თანხები გადანაწილდა, რათა ა(ა)იპებს წლის ბოლოს არ შექმნოდათ პრობლემები ხელფასების გაცემასა და კომუნალური გადასახადების გადახდასთან დაკავშირებით. ბიუჯეტის შესრულებასთან დაკავშირებით პრობლემა არ იქნება,”-განაცხადა ქუთაისის მერიის საბიუჯეტო განყოფილების უფროსმა ტარიელ მაკარიძემ.
სავარაუდოდ, 2018 წლის ბიუჯეტის ნაშთი 3 მილიონი ლარი იქნება, რომელიც 2019 წლის ბიუჯეტს დაემატება.