ქუთაისის მერია მოქალაქეთა თავისუფალი ინიციატივების ონლან შერჩევის ეტაპს იწყებს.
მოქალაქეებს შესაძლებლობა ჰქონდათ საკუთარი იდეები პროექტის სახით ელექტრონულად საიტზე განეთავსებიათ. 29 წარდგენილი პროექტიდან ქუთაისის მერის მრჩეველთა საბჭომ 3 შეარჩია. ამჯერად მოქალაქეებს 3 შერჩეული ინიციატივიდან ერთი საუკეთესოს გამოვლენა ხმის მიცემით შეუძლიათ. ხმის მიცემა 10 დეკემბრამდე გაგრძელდება. გამარჯვებული პროექტი ქუთაისის 2019 წლის ბიუჯეტში აისახება.
მოქალაქეებს არჩევანის გაკეთება სამ ინიციატივას შორის მოუწევს:ქუთაისის კულტურული დაწესებულებების ადაპტირება, ამფითეატრი, საზოგადოებრივი საპირფარეშოები.