ქუთაისის ვიცე-მერის ნინო თვალთვაძის განცხადებით, რიონისპირა სახლების
რეაბილიტაციის პროექტის შეძენაზე ტენდერი 2018 წლის ბოლოს გამოცხადდება. პროექტის სავარაუდო ღირებულება ნახევარ მილიონ ლარზე მეტი იქნება. მისივე განმარტებით, რიონისპირა სახლების რეაბილიტაციისათვის საჭირო თანხის რაოდენობა პროექტის შემუშავების შემდეგ იქნება ცნობილი.
სამშენებლო სამუშაოები 2020 წელს დაიწყება და ორი წელი გაგრძელდება.
პროექტის ფარგლებში, წითელი ხიდიდან ჯაჭვის ხიდამდე არსებული სახლების რეკონსტრუქცია განხორციელდება. მოეწყობა საფეხმავლო ბილიკები, გაზონები, განათება.