წინასწარი მონაცემებით, ხარაგაულში სალომე ზურაბიშვილი ლიდერობს.
მან აქ ხმების 64, 46 პროცენტი მოაგროვა, რაც 8401 ხმას შეადგენს. გაერთიანებული ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატმა, გრიგოლ ვაშაძემ კი 35,54 პროცენტი მიიღო, რაც 4632 ხმაა.
მუნიციპლაიტეტში სულ 37 საარჩევნო უბანი იყო გახსნილი, მათ შორის 4 ადაპტირებული.