ქუთაისის 59 -ე საოლქო საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, ქუთაისში არჩევნებში მონაწილეობა
78014-მა ამომრჩეველმა მიიღო, რაც საერთო ხმების 49,92% ია. მათგან 36676 ხმა გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ მიიღო, რაც ხმების 48,72 % ია, ხოლო 38601 ხმა დამოუკიდებელმა საპრეზიდენტო კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა მოაგროვა, რაც ხმების 51,28 %-ს შეადგენს.
საოლქო საარჩევნო კომისიაში სულ 17 საჩივარია შესული. ყველა მათგანი პროცედურული ხასიათისაა.
რაც შეეხება შემაჯამებელი ოქმებთან დაკავშირებულ საჩივრებს, მათი შეტანის ვადა 2 დღეა და ასეთი საჩივრების განხილვა 2 დღის შემდეგ დაიწყება.