პოლიტიკა
ქუთაისში არჩევანებზე 77 868 მოქალაქე მივიდა
ქუთისის საარჩევნო უბნებზე მისულ ამომრჩეველთა უპრეცედენტო რაოდენობა დაფიქსირდა. განცხადება 59-ე საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ ავთანდილ ოსეფაიშვილმა გააკეთა.

მისი ინფორმაციით, 124 საარჩევნო უბანი 20:00 სთ-ზე დაიხურა, არჩევანი 77 868-მა მოქალაქემ გააკეთა, რაც საერთო ამომრჩევლის 49, 83 პროცენტს შადგენს.


პირველ ტურთან შედარებით, დღეს არჩევნებზე 12 000-ით მეტი ადამიანი მივიდა.

დღის განმავლობაში 16 საჩივარი დაიწერა. ყველა მათგანი პროცედურული ხასიათისაა.
| Print |