ტელეკომპანია რუსთავი 2-ის დაკვეთით
კომპანიამ “ედისონ რისერჩი” ეგზიტპოლი ჩაატარა. შედეგებით კი ამ დროისათვის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში მმართველი პოლიტიკური გუნდის მიერ მხარდაჭერილმა კანდიდატი, სალომე ზურაბიშვილი 55%-ით იმარჯვებს. გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატმა, გრიგოლ ვაშაძემ კი 45% მიიღო.
ტელეკომპანია “იმედის” დაკვეთით ჩატარებული ეგზიტპოლის თანახმადაც არჩევნებში სალომე ზურაბიშვილი ლიდერობს. კომპანია “გელაპის” მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, სალომე ზურაბიშვილს 58 პროცენტი აქვს, ხოლო გართიანებული ოპოზიციის კანდიდატს გრიგოლ ვაშაძეს – 42 პროცენტი.