წყალტუბოში #54 უბანზე გადასატანი
საარჩევნო ყუთი უბანზე დაულუქავ მდგომარეობაში დაბრუნდა. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ აღნიშნული დარღვევა დააფიქსირა.
იმერეთის სხვა რეგიონებში საიას მიერ სხვა ამგვარი დარღვევები არ ფიქსირდება.
ამ ეტაპზე საიას დამკვირვებლების მიერ სულ დაიწერილია 34 საჩივარი, ამათგან, 21 საჩივარი – უბანზე, 13 საჩივარი ოლქში.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია საარჩევნო პროცესს თბილისსა და 9 რეგიონში – კახეთში, მცხეთა-მთიანეთში, ქვემო ქართლში, შიდა ქართლში, სამცხე-ჯავახეთში, სამეგრელო-ზემო სვანეთში, გურიაში, იმერეთსა და აჭარაში 300 დამკვირვებლის საშუალებით აკვირდება.