59-ე საოლქო საარჩევნო კომისიის
ინფორმაციით,15:00 საათის მონაცმებით, ქუთაისში არჩევანი 53 977–მა ამომრჩეველმა გააკეთა, რაც რეგისტრირებული ამომრჩევლი 34, 44%–ია. 59–ე საოლქო კომისიის თავმჯდომარის ავთანდილ ოსეფაიშვილის განცხადებით, მოქალაქეთა აქტივობა მაღალია და ამ დროის მონაცემები 10 000 ამომრჩევლით აღემატება პირველი ტურის მონაცემებს.
მისი თქმით, უბნებზე 11 საჩივარი დაიწერა. 2 “ნაციონალურმა მოძრაობამ”, 9 არასამთავრობო ორგანიზაციებმა დააფიქსირეს. ყველა მათგანი პროცედურულ დარღვევაზეა. ავთანდილ ოსეფაშვილის განცხადებით, ამ დრომდე მნიშვნელოვანი დარღვევა არ მომხდარა.