ხონში 12 საათისათვის საარჩევნო
ყუთთან 5 ათასზე მეტი ამომრჩეველი მივიდა. 5 ათას 322 -მა ამომრჩეველმა მოიხადა საკუთარი მოქალაქეობრივი ვალი, რამაც ამომრჩევლის 22,9 % შეადგინა. სულ23 ათას 231 ამომრჩეველია რეგისტრირებული.
ტყიბულში საარჩევნო ყუთთან 5 ათას 40 ამომრჩეველი მივიდა, რამაც საერთო რაოდენობის 23, 1 % შეადგინა. აქ მეორე ტურისთვის 27 ათას 791 ამომრჩეველია რეგისტრირებული.