გაერთიანებული ოპოზიციის პრეზიდენტობის
კანდიდატის გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო უბანზე მისვლას ინციდენტი მოჰყვა. პრეზიდენტობის კანდიდატი ხმას ქუთაისის 22-ე საარჩევნო უბანზე აძლევდა. ადგილზე მყოფი მოქალაქეების განცხადებით, პრეზიდენტობის კანდიდატმა მანქანიდან გადმოსვლის დროს მათ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. როგორც ისინი ამბობენ, ვაშაძემ იკითხა:”აა, ესენი ქოცები არიან”, რასაც სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა.
ინციდენტი მალევე ამოიწურა, თუმცა, გაგრძელდა მას შემდეგ, რაც ვაშაძე უბნიდან გამოვიდა. ადგილზე მას ისევ დახვდნენ მოქალაქეები და მისი რეპლიკა კიდევ ერთხელ გააპროტესტეს.
მოქალაქეები ირწმუნებიან, რომ მათ ისეთი არაფერი ჩაუდენიათ, რასაც შეიძლებოდა ვაშაძის გაღიზიანება გამოეწვია.