ცესკო-ს ინფორმაციით, ვანში საკუთარი
მოქალაქეობრივი ვალი 5 ათასზე მეტმა მოქალაქემ მოიხადა. საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურში 12 საათისათვის საარჩევნო ყუთთან 5 ათას 448 ამომრჩეველი მივიდა, რაც საერთო რაოდენობის 21,8 %-ს შეადგენს.
ვანში სულ 25 ათას 140 ამომრჩეველია რეგისტრირებული.
ამ არჩევნებით საქართველოს პრეზიდენტს მოსახლეობა ბოლოჯერ, 6 წლის ვადით ირჩევს.