ცესკო-ს ინფორმაციით, ბაღდათში
საკუთარი მოქალაქეობრივი ვალი 5 ათასზე მეტმა მოქალაქემ მოიხადა. საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურში 12 საათისათვის საარჩევნო ყუთთან 5 ათას 369 ამომრჩეველი მივიდა, რაც საერთო რაოდენობის 24,4 %-ს შეადგენს.
ბაღდათში სულ 21 ათას 997 ამომრჩეველია რეგისტრირებული.
ამ არჩევნებით საქართველოს პრეზიდენტს მოსახლეობა ბოლოჯერ, 6 წლის ვადით ირჩევს.