ცესკო-ს ინფორმაციით ხარაგაულში საკუთარი
მოქალაქეობრივი ვალი 4 ათასზე მეტმა მოქალაქემ მოიხადა. საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურში 12 საათისათვის საარჩევნო ყუთთან 4 ათას 916 ამომრჩეველი მივიდა, რაც საერთო რაოდენობის 24,9 %-ს შეადგენს.
ხარაგაულში სულ 19 ათას 730 ამომრჩეველია რეგისტრირებული.
ამ არჩევნებით საქართველოს პრეზიდენტს მოსახლეობა ბოლოჯერ, 6 წლის ვადით ირჩევს.