59-ე საოლქო საარჩევნო კომისიის 12 საათის
მონაცემებით, ქუთაისში საარჩევნო უბნებზე 28 245 ამომრჩეველი მივიდა, რაც საერთო ამომრჩევლის 18,07 პროცენტია. აღნიშნული მაჩვენებელი პირველ ტურთან შედარებით 6 000-ით მეტია.
“პირველ ტურთან შედარებით, მოქალაქეთა აქტივობა მაღალია,”-განაცხადა 59-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ ავთანდილ ოსეფაიშვილმა.
ცესკოში ქუთაისიდან ამ დროისათვის 6 საჩივარია დარეგისტრირებული.