სამართლიანმა არჩევნებმა წყალტუბოში
55-ე უბაზე არაუფლებამოსილ პირს უბანი დაატოვებინა. ორგანიზაციის ინფორმაციით, #58 წყალტუბოს საარჩევნო ოლქის #55 საარჩევნო უბანზე იმყოფებოდა პოლიციელი (ფორმით), რომელიც არ იყო ამომრჩეველი და არ ქონდა უბანზე ყოფნის უფლება. აღნიშნული პირი უბნის ტერიტორიაზე მობილური ტელეფონით იღებდა ფოტო-სურათებს. “სამართლიანი არჩევნების” დამკვირვებლის მითითებით, პოლიციელმა შეწყვიტა ფოტოების გადაღება და დატოვა უბანი. სამართლიანი არჩევნების ინფორმაციით, აღნიშნულ ფაქტზე კომისიის თავმჯდომარეს რეაგირება არ მოუხდენია.