ქუთაისის მე-3 საარჩევნო უბნიდან
“ნაციონალური მოძრაობის” დამკვირვებელი ლაშა ბრეგაძე გააძავეს.
“გამაძევეს მხოლოდ იმიტომ, რომ ერთ-ერთ ამომრჩეველზე გამიჩნდა ეჭვი, რომ მარკირება უკვე ჰქონდა გაკეთებული და საჩივრის დაწერა მოვინდომე. ამის საშუალება არ მომცეს. პირიქით, კომისიის თავმჯდომარემ დაწერა საჩივარი და მე გამაძევა,”-ამბობს ლაშა ბრეგაძე.
კომისიის თავმჯომარის ნანა გასვიანი თქმით, დამკვირვებელი იმიტომ გააძევეს, რომ უხეშად ერეოდა კომისიის გადაწყვეტილებაში.
“ამომრჩეველი შემოვიდა, რომელსაც თითზე სარეცხი საშუალებები ემჩნეოდა და ეას ჩათვალა მარკირებად. კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ამ ადამიანს ხმის მიცემის უფლება ჰქონოდა. ეს დამკვირვებელი გადაეღობა და მუშაობაში ხელს გვიშლოდა”- ამბობს თავმჯომრე.