ცესკო დღეს, 13:00 საათზე საქართველოს პრეზიდენტის 2018 წლის 28 ოქტომბრის
არჩევნების პირველი ტურის შედეგებს შეაჯამებს. ასევე, განიხილება საკითხი საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურის დანიშვნის შესახებ. ჯამში, სხდომაზე 9 საკითხი გავა.
შეგახსენებთ, მეორე ტურში ამომრჩეველს არჩევანის გაკეთება სალომე ზურაბიშვილსა და გრიგოლ ვაშაძეს შორის მოუწევს.