“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ” საჯარო უწყებების წარმომადგენლობითი ხარჯების
შესახებ ინფორმაცია შეისწავლა. ხარჯები მოიცავს მიღებებსა და ოფიციალურ სადილებზე, წვეულებებსა და ღონისძიებებზე, საექსკურსიო და კულტურულ-სანახაობით ღონისძიებებზე დახარჯულ თანხას. კვლევა ეყრდნობა 117 საჯარო უწყების მონაცემებს. ორგანიზაციამ ინფორმაცია სულ 142 საჯარო უწყებიდან გამოითხოვა. აქედან 18-მა ხარჯები არ გაასაჯაროვა, 7 უწყებას კი მსგავსი ხარჯი არ გაუწევია.
“წარმომადგებლობითი ხარჯების მხრივ ყველაზე მეტი დანახარჯი შინაგან საქმეთა სამინისტროს აქვს. ხუთეულში ასევე შედის ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, თავდაცვის სამინისტრო, საგარეო საქმეთა სამინისტრო და თბილისის მერია. მხოლოდ ამ ხუთი საჯარო უწყების წარმომადგენლობითი ხარჯი ჯამში 26 მლნ ლარზე მეტია, რაც სრული წარმომადგენლობითი ხარჯების 50%-ზე მეტს შეადგენს,”-ნათქვამია ორგანიზაციის კვლევაში.