იმერეთის გუბერნატორი შავლეგო ტაბატაძე იმერეთის მუნიციპალიტეტების მერებს, ინფრასტრუქტურის

სამსახურების უფროსებსა და მშენებელი კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა.

სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვდრაზე გუბერნატორმა მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ მიიღო დეტალური ინფორმაცია და ამ კუთხით არსებული პრობლემების აღმოფხვრაზე იმსჯელა.

,,მუნიციპალიტეტების მერებთან და მშენებლებთან ერთად, რომლებიც სამუშაოებს იმერეთის რეგიონში ასრულებენ, ყველა ის მნიშვნელოვანი, პრიორიტეტული და პრობლემური საკითხები გავიარე, რაც დღეს მუნიციპალიტეტებში არსებობს და დავგეგმეთ მოგვარების გზები. შევთანხმდით, რომ ინფრასტრუქტურული პროექტები განსაზღვრულ ვადებში დასრულდება. რაც შეეხება 2019 წელს, შემიძლია გითხრათ, რომ გაცილებით კარგად მოხდება პროექტების დაგეგმარება და თითოეული მათგანი მოსახლეობის ინტერესებზე იქნება მორგებული,”– განაცხადა შავლეგო ტაბატაძემ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *