თეთრი ხიდის გახსნამდე რამდენიმე დღე რჩება.

ჩასატარებელი სამუშაოები თითქმის დასრულებულია, ხიდზე განთავსებული ფილები კიდევ ერთხელ უნდა გაილაქოს.

“ძალიან მომწონს, უხდება ქუთაისის ხედს. მომწონს ფიგურები და ფრაზები,”- ამბობს ნათია ხუციშვილი.

“ვიზუალურად ლამაზია, მაგრამ როდესაც ზამთარში მოიყინება, არ ვიცი როგორი იქნება,”-ამბობს თემურ კუხალაშვილი.

“ძველი ხიდი ჯობდა, ის უფრო ლამაზი იყო და უფრო შეეფერებოდა ქუთაისს,”-ამბობს ნუკრი სოფრომაძე.

თეთრი ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდა. ხის საფეხმავლო იატაკი ლითონით ჩანაცვლდა. თავიდან შეიღება მოაჯირი. ხიდზე ამოიტვიფრა ციტატები, რომელიც თეთრ ხიდსა და ქუთაისს ეხება. 

თეთრი ხიდი 3 ნოემბერს, 19:00 სთ-ზე გაიხსნება. ქუთაისის მერიის ინფორმაციით, ხიდის გახსნის ღონისძიებაში გოგი ალექსიძის თბილისის თანამედროვე საბალეტო დასი მიიღებს მონაწილეობას. საღამოზე წარმოდგენილი იქნება პერფომანსი ცისფერყანწელთა საარქივო ხმებზე. ღონისძიებას ქუთაისის საოპერო გუნდი დაასრულებს.

თეთრი ხიდის გახსნა რამდენჯერმე გადაიდო, შემსრულებელი კომპანია “ალმა რუს საქართველო” სამუშაოების გაჭიანურების მიზეზად რეკონსტრუქციის გაუთვალისწინებელ სირთულეს ასახელებდა.

როგორ გამოიყურება თეთრი ხიდი გახსნამდე ორი დღით ადრე:




კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *