პოლიტიკა
ხონში სალომე ზურაბიშვილი იმარჯვებს
ცესკოს მონაცემებით, ხონში სალომე ზურაბიშვილი ლიდერობს. მან ხმების 42,13 % მოაგროვა. გრიგოლ ვაშაძეს ხმათა 23,95 % აქვს, დავით ბაქრაძემ ხმათა 27, 71 %-ის მოგროვება შეძლო, ხოლო ხმების 2,24 % აქვს შალვა ნათელაშვილს.

ხმათა დანარჩენი რაოდენობა სხვადასხვა პოლიტიკურ სუბიექტებზე გადანაწილდა.

საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების წინასწარი შედეგები 512 დათვლილი საარჩევნო უბნის მიხედვითაა ცნობილი.

2018 წლის არჩევნებში ამომრჩეველთა საერთო რაოდენობამ 3 518 877 შეადგინა.


| Print |