ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, სამტრედიაში გრიგოლ ვაშაძე ლიდერობს.
მან ხმების 41,4 % მოაგროვა. სალომე ზურაბიშვილს ხმათა 37,45 % აქვს, დავით ბაქრაძეს-12,69, ხოლო შალვა ნათელაშვილს- 3,38%.
ხმათა დანარჩენი რაოდენობა სხვადასხვა პოლიტიკურ სუბიექტებზე გადანაწილდა.
საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების წინასწარი შედეგები 512 დათვლილი საარჩევნო უბნის მიხედვითაა ცნობილი.
2018 წლის არჩევნებში ამომრჩეველთა საერთო რაოდენობამ 3 518 877 შეადგინა.