ცესკო-ს წინასწარი მონაცემებით, ქუთაისში
გრიგოლ ვაშაძე ლიდერობს. მან ხმების 46,99% მიიღო, სალომე ზურაბიშვილმა 28,68%, დავით ბაქრაძემ 10,35%, თემურ შაშიაშვილმა კი 3,55%. დანარჩენ კანდიდატებს 3 პროცენტზე ნაკლები მაჩვენებლი აქვთ.
ქვეყნის მასშტაბით, საერთო შედეგებით 50 პროცენტიან ბარიერს ვერცერთი საპრეზიდენტო კანდიდატი ვერ ლახავს. სალომე ზურაბიშვილმა 38,66 % მოაგროვა, გრიგოლ ვაშაძემ კი 37,7%. შესაბამისად, მეორე ტურის გამართვა მოსალოდნელია.
შეგახსენებთ, რომ ეს პრეზიდენტის ბოლო არჩევნები იყო და პრეზიდენტის არჩევა 6 წლით მოხდება. 2024 წლიდან კი გადაწყვეტილებას პარლამენტი მიიღებს.