20 საათის მონაცემებით, ქუთაისის საარჩევნო უბნებზე 65 000 ამომრჩეველი მივიდა,
რაც საერთო ამომრჩევლის 41, 6 პროცენტს შეადგენს.
საოლქო საარჩევნო კომისიაში ამ დროისათვის 38 საჩივარია შესული. ყველაზე მეტი საჩივარი საიას ეკუთვნის-12, შემდეგია “საქართველოს პარლამენტართა ასოციაცია”, რომელმაც 10 საჩივარი დაწერა, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” -6 საჩივარი, “სამართლიანი არჩევნები”-4 საჩივარი.
საჩივრების განხილვა ზეგ დაიწყება და ორი დღის ვადაში დასრულდება.
“იყო პროცედურული დარღვევები, თუმცა, განსაკუთრებულ ექსესებს ადგილი არ ჰქონია,”-განაცხადა 59-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ ავთანდილ ოსეფაიშვილმა.
ოსეფაიშვილის განმარტებით, არც ერთ საჩივარში ბათილობა მოთხოვნილი არ არის და აღნიშნულის განხილვა შედეგებს ვერ შეცვლის.