“ეგზიტპოლის შედეგების თანახმად, ქალბატონი
სალომე ზურაბიშვილი დამაჯერებლად ლიდერობს 52.3 %-ით”- ამის შესახებ რამდენიმე წუთის წინ პარლამენტის თავჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. მისი თქმით, ცდომილება 2.6 % -ია. “ქართული ოცნების” დაკვეთით ჩატარებული ეგზიტპოლის შედეგების მიხედვით, სხვა კანდიდატების შედეგები ასეთია:
გრიგოლ ვაშაძე – 28.1 %,
დავით ბაქრაძე 9.2 %,
ზურაბ ჯაფარიძე 3.3 %,
შალვა ნათელაშვილი 3.1%
“ქართული ოცნების” დაკვეთით ეგზიტპოლი “ფსიქოპროექტმა” ჩაატარა. ირაკლი კობახიძის განცხადებით, ეგზიტპოლი ჩატარდა 100 უბანზე, გამოიკითხა 5124 ამომრჩეველი.