ქუთაისში რამდენიმე საარჩევნო უბანზე
ელექტოროენერგია გაითიშა. ელექტროენერგია არ მიეწოდებოდა #21-ე, მე-7,მე-3 უბნებს. ქუთაისის 59-ე საოლქო საარჩევნო კომისიის ინფორმაციით ამ დროისათვის უბნებს ელექტროენერგია მიეწოდებათ, თუმცა აღნიშნულ ფაქტს ეჭვქვეშ “ძალა ერთობაშიას” წარმომადგნელები აყენებენ და აცხდებენ, რომ ეს გაყალბების მცდელობა იყო და ამისათვის 5 წუთიც კი საკმარისია,რომ ყუთები შეცვალონ.
“რამდენიმე უბანზე ჩვენებმა შეძლეს და ყუთების დაცვა მოახრხეს. ბიულეტენების შეპარვას აპირებდნენ და ჩვენმა წამრომადგენლებმა ეს ფაქტი აღკვეთეს. ვაგროვებთ ინფორმაციას ამის შესახებ. ერთიანად 8 საათზე შეუძლებელია ყველა ფიდერი გათიშულიყო”,- განაცხადა “ძალა ერთობაშიას” წარმომადგენელმა გიგა შუშანიამ.