ქუთაისის №49-ე საარჩევნო უბანზე დაპირისპირება მოხდა.

“საქართველოს ქრისტიან-დემოკრატიული პარტიის” წარმომადგენლის დავით ქობულაძის განცხადებით, უბანზე მარკირებული ადამიანი მივიდა. მისი თქმით, მოქალაქე, რომელიც უბანზე მივიდა ითხოვდა ხმის მიცემას, მიუხედავად იმისა, რომ მას მარკირება აღმოაჩნდა. ქობულაძის განმარტებით, ამავე უბანში დაფიქსირდა ქართული ოცნების დამკვირვებელი სიებით, რომელშიც პერსონალური მონაცემები იყო შეყვანილი. ფაქტს სიტყვიერი დაპირისპირება მოყვა. ადგილზე საპატრულო პოლიცია გამოიძახეს. სამართალდამცველები კომისიის თავმჯდომარეს ესაუბრებიან. საოლქო კომისიაში აცხადებენ, რომ მოქალაქეს მარკირება არ აღმოაჩნდა და მის ხელზე, რაღაც ნივთიერების ლაქები იყო.

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *