15:00 საათის მონაცემებით, ქუთაისის
საარჩევნო უბნებზე 43 308 ამომრჩეველი მივიდა. აღნიშნული მაჩვენებელი საერთო ამომრჩევლის 27, 75 პროცენტია. უბნებზე გამოცხადებული მოქალაქეების რაოდენობა 7 000-ით მეტია გასული წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან შედარებით.
ქუთაისში 156 051 ამომრჩეველია რეგისტრირებული. ქალაქში 124 საარჩევნო უბანია გახსნილი. მოქალაქეები არჩევანს 25 კანდიდატს შორის გააკეთებენ.