“საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” ინფორმაციით,
ქუთაისის #47 უბანზე ხმის მიცემის ფარულობა დაირღვა.
“ამომრჩეველს მისცეს ბიულეტენი ხელმოწერის და ბეჭდის გარეშე, ხმის მიცემის შემდეგ მიხვდნენ შეცდომას, გამოართვეს ბიულეტენი, ნახეს, თუ ვის სასარგებლოდ ჰქონდა ამომრჩეველს ხმა მიცემული და გააფუჭეს ბიულეტენი.” – აღნიშნულია ორგანიზაციის ინფორმაციაში.