ქუთაისის მე-6 საარჩევნო უბანი არასამთავრობო
ორგანიზაცია “ამერიკის მზარდამჭერთა ლიგის” წევრებს დაატოვებინეს. ფაქტი ორგანიზაციის წევრმა ზაალ კუხიანიძემ 59-ე საოლქო საარჩევნო კომისიაში გააპროტესტა.
“ვამონტაჟებდით კამერებს. კომისიის თავმჯდომარემ სააღრიცხვო ჟურნალში გაგვატარა, შემდეგ გაუჩნდა სურვილი, გადაემოწმებინა ეს ყველაფერი საოლქოში. საოლქოდან ესაუბრა დავით ყიფშიძეს, რომელმაც გვითხრა, რომ ჩვენს ორგანიზაციას არ ჰქონდა აკრედიტაცია გავლილი. საოლქოში დაგვიდასტურეს, რომ აკრედიტაციები გვქონდა. მოვედით, რათა გავიგოთ, ვინ გაგვიშვა უბნიდან,”-განაცხადა ზაალ კუხიანიძემ.
კუხიანიძის თქმით, ორგანიზაცია საჩივარს დაწერს და წევრები მუშაობას უბანზე გააგრძელებენ.
საოლქო საარჩევნო კომისიაში გამოძევების ფაქტს არ ადასტურებენ და განმარტავენ, რომ ორგანიზაციების წარმომადგენლებს საოლქო კომისიაში მისვლა აკრედიტაციების შესამოწმებლად სთხოვეს.