12:00 საათის მონაცემებით, ქუთაისში არჩევნებზე
22 544 ამომრჩეველი მივიდა. აღნიშნული მაჩვენებელი მთლიანი ამომრჩევლის 14, 45 პროცენტია. 10:00 საათისათვის კი საარჩევნო უბნებზე არჩევანი 9 000-მა მოქალაქემ დააფიქსირა.
“ამ დროისათვის საკმაოდ სერიოზული აქტივობა გვაწვს. აქტივობის მაჩვენებელი გასული წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან შედარებით მაღალია. საარჩევნო პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს,”-განაცხადა ქუთაისის 59-ე სალოქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ ავთანდილ ოსეფაიშვილმა.
ქუთაისში 156 051 ამომრჩეველია რეგისტრირებული. ქალაქში 124 საარჩევნო უბანია გახსნილი. მოქალაქეები არჩევანს 25 კანდიდატს შორის გააკეთებენ.