“კენჭისყრის პროცესი დარღვევების გარეშე დაიწყო”
-განცხადება ქუთაისის 59-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ ავთანდილ ოსეფაიშვილმა გააკეთა.
მისივე ინფორმაციით, საარჩევნო უბნები 07:00 საათზე გაიხსნა და პირველმა ამომრჩევლებმა საკუთარი არჩევანი უკვე გააკეთეს.
ქუთაისში სულ 124 საარჩევნო უბანია, მათ შორის ერთი სპეც უბანი. სპეც უბანი მეორე პენსისტენციურ დაწესებულებაში ფუნქციონირებს.
ქუთაისში 156 051 ამომრჩეველია რეგისტრირებული. ქალაქში 124 საარჩევნო უბანია გახსნილი. მოქალაქეები არჩევანს 25 კანდიდატს შორის გააკეთებენ.
2018 წელს პრეზიდენტი უკანასკნელად აირჩევა პირდაპირი და საყოველთაო არჩევნების საფუძველზე. 2017 წელს საქართველოს კონსტიტუციაში განხორციელებული ცვლილებების თანახმად, 2018 წლის შემდეგ პრეზიდენტი საყოველთაო არჩევნების გარეშე, არაპირდაპირი წესით აირჩევა. გამონაკლისის სახით, 2018 წელს პირდაპირი წესით არჩეული ბოლო პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადა 5 წლის ნაცვლად 6 წლით განისაზღვრა.