შალვა ნათელაშვლი 21 სექტემბერს გელათის მონასტერში იმყოფებოდა.
მოსახლეობას დღესასწაული გელათიდან მიულოცა, ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზეც გაამახვილა ყურადღება და ტაძარში შეკრებილ მოქალაქეებს გაესაუბრა. პრეზიდენტობის კანდიდატის ეს ვიზიტი ქუთაისში “სამართლიანი არჩევნების” წინასაარჩევნო პერიოდის მონიტორინგის მეორე შუალედურ ანგარიშში მოხვდა. ანგარიშში წერია, რომ შალვა ნათელაშვილმა გელათის მონასტერთან მოწყალების მთხოვნელებს 150 ლარი დაურიგა, რაც შესაძლოა ამომრჩევლის მოსყიდვის ნიშნებს შეიცავდეს. ორგანიზაცია დაინტერესებისკენ აუდიტის სამსახურს მოუწოდებს.
“21 სექტემბერს, პ /გ “საქართველოს ლეიბორისტული პარტიის” საპრეზიდენტო კანდიდატი, შალვა ნათელაშვილი ამომრჩევლებს გელათში შეხვდა და საარჩევნო პროგრამა გააცნო. მან ადგილობრივ მოსახლეობას მიულოცა გელათობის დღესასწაული. “სამართლიანი არჩევნების” გრძელვადიანი დამკვირვებლის, ინფორმაციით, პრეზიდენტობის კანდიდატმა არაპირდაპირი გზით, კერძოდ პარტიის აქტივისტის დახმარებით, ეკლესიასთან მოწყალების მთხოვნელებს 150 ლარი გადასცა.
“სამართლიანმა არჩევნებმა” განცხადებით მიმართა სახელმსიფო აუდიტის სამსახურს შეისწავლოს ამომრჩევლისთვის ფულის გადაცემის ფაქტი, ვინაიდან ეს შესაძლოა წარმოადგენდეს ამომრჩევლის მოსყიდვას. “მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ”საქართველოს ორგანული კანონის 2516 მუხლის თანახმად პარტიას ეკრძალება კანდიდატის წარმომადგენლის ან სხვა პირის მეშვეობით პირდაპირ ან არაპირდაპირ, საქართველოს მოქალაქისათვის ფულადი სახსრების, საჩუქრებისა და სხვა მატერიალური ან არამატერიალურ ფასეულობათა გადაცემა,”-ნათქვამია ანგარიშში.