გასულ კვირას პოლიტიკური ცენტრ გირჩის
პრეზიდენტპბის კანდიდატი ზურაბ ჯაფარიძე ქუთაისში ამომრჩეველს შეხვდა. პრეზიდენტობის კანდიდატი ერთ-ერთ მთავარ პრობლემად არაფორმალურ მმართველობას ასახელებს და იმას, რომ მმართველ გუნდში არ გააჩნიათ ხედვა, თუ საით უნდა წაიყვანონ ქვეყანა.
“ქვეყანაში ბევრი პრობლემაა. მათ შორის ის, რომ ხელისუფლებას, რომელიც ქვეყნის სათავეშია რამდენიმე წელია, არ გააჩნია ხედვა თუ საით უნდა წაიყვანოს ქვეყანა. მეორე პრობლემა არაფორმალური მმართველობაა. მცდელობა იმისა, რომ ერთმა პოლიტიკურმა ძალამ გააკონტროლოს სხვა ძალები, რაც ქვეყანაში არსებობს. ასევე არის ეკონომიკური და სოციალური პრობლემები. ეს ყველაფერი შესაცვლელია. ცხადია, პრეზიდენტს არ აქვს ბევრი უფლებამოსილება, რომ ბევრი მიმართულებით შეცვალოს რაღაცები, მაგრამ ჩემი აზრით თუ პრეზიდენტს გააჩნია სურვილი იომოს, ბევრი რამის უკეთესობისკენ შეცვლა იქნება შესაძლებელი”,- ამბობს ზურაბ ჯაფარიძე და მიიჩნევს, რომ ერთ-ერთი ასეთი პოლიტიკური გაერთიანება “გირჩი” და თავადაა.
არჩევნებში პოლიტიკური ცენტრი “გირჩი” პირველად მონაწილეობს. პრეზიდენტობის კანდიდატის დაპირბები კი ასეთია:
სავალდებულო სამხედრო სამსახური გაუქმდება,
თავდაცვის ბიუჯეტის გაორმაგდება 5 წელიწადში,
ნარკოდანაშაულზე დაპატიმრებული და უფლებებშეზღუდული პირების შწყალებული იქნებიან, სანამ არ შეიცვლება შესაბამისი კანონები,
ვეტო დაედება თავისუფლების შემზღუდავ ყველა კანონს,
მინისტრების ანგარიშების მოსმენა თვეში ერთხელ ფეისბუქ ლაივით.
შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტის არჩევნები 28 ოქტომბერს გაიმართება და ეს არის ბოლო საპრეზიდენტო არჩევნები, როდესაც პრეზიდენტს 6 წლით მოსახლეობა აირჩევს. 2024 წლიდან კი გადაწყვეტილებას პარლამენტი მიიღებს.