ხმაური მოჰყვა პარლამენტთან პატრიოტთა
ალიანსის ლიდერის ირმა ინაშვილის გამოჩენას. პარლამენტის ქუთაისში დარჩენის პირობის მიღება მოქალაქეთა ნაწილმა მისგანაც მოითხოვა. დეპუტატი აცხადებს, რომ პარლამენტის არსებულ რეჟიმში მუშაობა ძალიან რთულია, თუმცა პარლამენტმა ბრიუსელი-სტრასბურგის მოდელით უნდა იმუშაოს:
“ძალიან რთულია პარლამენტი მუშაობდეს ამ რეჟიმში. ამას არავინ უარყოფს. დიდი სახსრებთან არის დაკავშირებული პარლამენტის წევრების მოძრაობა თბილისსა და ქუთაისს შორის. დღევანდელი, გაჭირვებული მოსახლეობის ფონზე ეს სახსრები უნდა დაიზოგოს, მაგრამ ჩვენ ვამბობთ, რომ ბრიუსელი-სტრასბურგის მოდელი როგორც არის, ამ ფორმატში უნდა მუშაობდეს პარლამენტი. ნაწილი სხდომებისა გაიმართოს თბილისში, ნაწილი – ქუთაისში”, – განაცხადა ირმა ინაშვილმა.