პარლამენტის თბილისში გადატანის
გადაწყვეტილებას ქუთაისში აქციით უპასუხეს. აქციის მონაწილეების განცხადებით, ხელისუფლებამ ამ გადაწყვეტილებით ყველაზე ცუდი დაპირება შეასრულა და ქალაქს სასიცოცხლო ფუნქციას ართმევს.
“6 წლიანი მმართველობის პერიოდში “ქართულმა ოცნებამ” შეასრულა ყველაზე ცუდი დაპირება. ეს რაიმე განსაკუთრებული დადებითი ნიშნით თბილისზე არ აისახება, მაგრამ აისახება ქუთაისზე. ეს იყო მომავალი თაობისათვის კარგი საშუალება აქ დაფუძნებულიყვნენ”,- აცხადებედნენ აქციის მონაწილეები.
პარლამენტის ქუთაისიდან თბილისში გადატანას მშრალი შიმშილით აპროტესტებს მსოფლიო ჩემპიონი ბესიკ მიქელთაძე.
შეგახსენებთ, გასულ თვეში პარლამენტის თბილისში გადატანის შესახებ განცხადება პარლამენტის ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა გააკეთა. საკანონმდებლო ორგანო დედაქალაქში 1 იანვრიდან უნდა გადავიდეს.