ქუთაისის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურმა გაწეული საქმიანობის 8 თვის ანგარიში საკრებულოს დეპუტატებს წარუდგინა.
ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსის, ბექა ყურაშვილის თქმით, ქუთაისის მასშტაბით უკვე დასრულებულია 18 ობიექტის მშენებლობა და რეგიონული განვითარების ფონდიდან საგზაო ინფრასტრუქტურის მოსაწყობად გამოყოფილია 8 მილიონ ლარზე მეტი.
გაწეული საქმიანობის ანგარიში ოპოზიციონერმა დეპუტატებმა შეაფასეს. როგორც “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი, გიგა შუშანია აცხადებს, მიმდინარე წელს მერიამ აქცენტი მეორეხარისხოვანი გზების მოწყობაზე გააკეთა და ცენტრალური ქუჩები უყურადღებოდ დატოვა.
“კრიტიკას ვერ უძლებს ქუთაისში არსებული გზების მდგომარეობა. წელს ძირითადად მეორე ხარისხოვანი გზების რეაბილიტაციაზე კეთდებოდა აქცენტი და ცენტრალური მიმართულებით არანაირი ნაბიჯი გადადგმულა, თუ არ ჩავთვლით თბილისის ქუჩას. სასწრაფოა, რომ მომავალი წლიდან მაინც დაიწყოს ცენტრალური გზების მოწყობა,”-განაცხადა გიგა შუშანიამ.
მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსმა ოღასკურას შესახებაც ისაუბრა. მისი თქმით, იწმინდება და კაპიტალურად წესრიგდება მდინარის კალაპოტი, რაც ბიუჯეტიდან 500 000 ლარით დაფინანსდება.