მსოფლიო ჩემპიონი და ქუთაისის მერობის
ყოფილი კანდიდატი ბესიკ მიქელთაძე პარლამენტის ქუთაისიდან თბილისში გადატანას მშრალი შიმშილობით გააპროტესტებს.
“მე ჩემს აზრს არ ვიცვლი, იქეთ სასესიო კვირაში დავიწყებ მშრალ შიმშილს პარლამენტის შენობაში !! დაე მოხდეს მოსახდენი!! ჩემი სიცოცხლე მოთხოვნის წილ!! მე კაცს რომელმაც ვაჯობე ავ კიბოს და რომლისთვისაც ამ ტიპის შიმშილი რეალურად განაჩენის ტოლფასია ჩემი ქალაქის ესეთი დაცინვას და აგდებას პირადად სიკვდილი მირჩევნია. ჩემი გადაწყვეტილების შესახებ ვაცნობებ საქართველოს პარლამენტს, წერილს ირაკლი კობახიძის სახელზე ჩავაბარებ მისაღებში. იმედია უწყინარ პროტესტზე ხელს არ შემიძლიან და პრობლემებს არ შემიქმნიან.”- აცხადებს ბესიკ მიქელთაძე.
შეგახსენებთ, პარლამენტი თბილიში 2019 წლის 1იანვრიდან უნდა გადავიდეს. ქუთაისში მდებარე შენობაში კი საპოლიციო ჰაბის გაკეთება იგეგმება.